14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.
“საქართველოს დროშა ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, სიმტკიცის და ისტორიის. გილოცავთ, ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს”- განაცხადა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა.