კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავის უძველესი ტურისტული უბანი დაბინძურებულია

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 თებერვალი 2022

თელავის ერთ-ერთი ტურისტული და, მავე დროს, უძველესი უბნის, მაწანწრის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩნებით არის დაბინძურებული. 

knews.ge -ის რედაქციას  ადგილობრივებმა მიმართეს. ნაგავი ხევში, ბუნებრივ წყაროებთან და გზის გასწვრივ, განსაკუთრებით კი, ტყის ბილიკების მიმდებარედ შეიმჩნევა. ხალხი ჩივის, რომ ირგვლივ ანტისანეტარიაა და, გარდა ამისა, ამახინჯებს ისტორიულ უბანს. ტურისტებისა და ადგილობრივებისათვის კი ნაკლებ მიმზიდველს ხდის.  „დაბახნების” ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, სადაც წყაროც მოედინება, მოსახლეობა სასმელად იყენებს. ირგვლივ ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებით არის დაბინძურებული.

მაწანწარაზე მცხოვრები მოსახლეობა რეაგირებას  ადგილობრივი თვითმმართველობისგან ელის და ქუჩის დასუფთავებასთან ერთად, ჯარიმების გამკაცრებას ითხოვს. მეორე მხრივ, ფაქტია, რომ ქალაქში ტურისტების რიცხვი შემცირებულია და ადამიანთა ნაკლები ნაკადი გადაადგილდება. გარემოს დაბინძურება ძირითადად, ქალაქის მაცხოვრებლების მხრიდან ხდება, რაც დაბალ სამოქალაქო კულტურაზე მიუთითებს.

“დაბახნების” უძველესი უბანი, თელავში ჩოლოყაშვილის ქუჩის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. იგი ზუზუმბოს გორის განშტოებაა და ემიჯნება „გორიჯვარს“. ისტორიული უბანი არაერთ მნიშვნელოვან ადგილს და შენობას აერთიანებს, რითაც ტურისტებისათვის მიმზიდველი და საინტერესო ხდება.

ნახეთ ჩვენი ვიდეო:  როგორ გამოიყურება დანაგვიანებული დაბახნების დასახლება თელავში.

 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია