შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სადაც სულიერი ძალა ეკარგება ადამიანს, იქ გადადის ფიზიკურ ძალაზე...“

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 იანვარი 2019

ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს განცხადებით, როდესაც ადამიანს სულიერი ძალა ეკარგება ის ფიზიკურ ძალაზე გადადის. აღნიშნული მეუფე პეტრემ პატრიარქის ქორეპისკოპოსის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც განაცხადა, რომ გასაკეთებელს გააკეთებს და პატრიარქის ღირსების შელახვას არავის აპატიებს:

„სამწუხაროა და ძალიან არასერიოზული მეუფის მდგომარეობა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკლესიის დისკრედიტაციაზე, ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ესეც. სადაც სულიერი ძალა ეკარგება ადამიანს, იქ გადადის ფიზიკურ ძალაზე, ამ რეალობის წინაშე ვდგავართ და მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი მითი უნდა დაიმსხვრეს. ადრე, როცა მეც გულუბრყვილოდ მინდოდა დამეჯერებინა, რომ პატრიარქმა თითქოს რაღაც არ იცის, არ არის ბოლომდე ინფორმირებული და ასე შემდეგ. მას შემდეგ, რაც უწმინდესს საბედისწერო ოპერაციაზე შესვლამდე უთხრეს, დაკავებულია დეკანოზი მამალაძეო, მისი უახლოესი პიროვენბა და გარემოცვა იყო, თქვენს მოსაკლავად მოდიოდაო, მაშინ, როდესაც პროკურატურას უკვე ბრალი ჰქონდა წაყენებული მდივან-რეფერენტზე, უკვე მე ვერ დავიჯერებ, რომ მან რაღაც არ იცის. მე პასუხისმგებელი ვარ ჩემს სიტყვებზე“, - აღნიშნა მეუფე პეტრემ.

მეუფე პეტრემ 27 დეკემბერს გამართული სინოდის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ სინოდზე არ იქნა განხილული ე.წ. ციანიდის საქმე, რის გამოც მასში „მწყემსი კეთეილის მითი“ პატრიარქთან მიმართებით დაიმსხვრა. სწორედ აღნიშნულს მოჰყვა ქორეპისკოპოსის განცხადება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია