შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მეუფე იოსები უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიას ულოცავს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 იანვარი 2019

შემოქმედელი მიტროპოლიტი მეუფე იოსები, უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიას ულოცავს. მეუფემ განცხადება ეპარქიის გვერდზე რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. 

ვულოცავ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ტომოსის გადაცემას და მიმაჩნია, რომ უკრაინა ღირსია ავტოკეფალური ეკლესია იყვეს, რამეთუ იგი საუკუნებია იბრძოდა მიეღო დამოუკიდებლობა და ავტოკეფალია,აგრეთვე მათი სწრაფვა ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ერთობას კიდევ უფრო გააძლიერბს და უდიდეს ავტორიტეტს შესძენს.
იოსები მიტროპოლიტი შემოქმედელი.

ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქოს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით ჯერ განცხადება არ გაუვრცელებია. 

მეუფე იოსები  ერთ-ერთია რამდენიმე მეუფეს შორის, რომელმაც თავიდანვე ღიად გამოხატა უკრაინის ეკლესიის მხარდაჭერა და პირველი, ვინც მილოცვის ტექსტი ოფიციალურად გამოაქვეყნა. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია