შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ილია მეორე: "2018 წელი მძიმე იყო"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 იანვარი 2019

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის შემდგომი ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2018 წელი შეაფასა და სიხარულით აღსავსე 2019 წელი უსურვა საქართველოს და მსოფლიოს.

"დღეს ვაცილებთ ძველ წელს. გასული წელი იყო მძიმე წელი როგორც საქართველოსთვის, ისე მსოფლიოსთვის. ღმერთმა ინებოს სიხარულით იყოს აღვსილი 2019 წელი. მიუხედავად სიმძიმისა მაინც მადლობას ვწირავთ უფალს გასული წლისთვის",- აღნიშნა პატრიარქმა.

ქადაგების შემდეგ პატრიარქმა სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა. სამადლობელ პარაკლისზე პური ღვინო და ტკბილეული ეკურთხა და მრევლს დაურიგდა.

ილია მეორემ მრევლს იაკობ მოციქულის და წმინდა დავით მეფე წინასწარმეტყველის ხსენების დღე მიულოცა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია