შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალგაზრდებს გარემოსდაცვითი და ახალგაზრდული კამპანიების დაგეგმვისა და მართვის შესახებ ონლაინ კურსში მონაწილეობის მისაღებად

მულტიმედია
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 თებერვალი 2022
CENN, ევროკავშირის მხარდაჭერით, ახლად ინიცირებული, მწვანე მეწარმეობის ტრანსსასაზღვრო ახალგაზრდული პლატფორმის ფარგლებში, ახალგაზრდებისთვის აცხადებს მიღებას საგანმანათლებლო კურსზე – გარემოსდაცვითი და ახალგაზრდებზე ორიენტირებული რეგიონული კამპანიების დაგეგმვა და მართვა. ონლაინ კურსის მიზანია ახალგაზრდების გაძლიერება და მათი ცოდნის გაღრმავება გარემოსდაცვითი კომუნიკაციისა და ახალგაზრდების მობილიზაციის სპეციფიკაში, რათა ხელი შეუწყოს ახალგაზრდული აქტივიზმის რეგიონულ დონეზე განვითარებას. ონლაინ შეხვედრების ციკლი ღია იქნება ქართველი (გორიდან, ახმეტიდან, ნინოწმინდიდან) და სომეხი (ლორიდან, ტავუშიდან, შირაქიდან) ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ შეუერთდნენ მწვანე მეწარმეობის ტრანსსასაზღვრო ახალგაზრდულ პლატფორმას და გახდნენ ახალგაზრდული შესაძლებლობების აქტიური მონაწილეები სომხეთსა და საქართველოში.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია