კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ ნუკრიანში, სასაფლაოზე ვეფხისტყაოსნის ძეგლი აღმოაჩინეს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 თებერვალი 2022

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში, სასაფლაოზე ვეფხისტყაოსნის ძეგლი აღმოაჩინეს.

ინფორმაციას და ფოტოებს ნუკრიანის სახელოსნოების ხელმძღვანელი, მაია ბიძინაშვილი ავრცელებს.

,,ეს არის მოულოდნელი კულტურული შოკი. ვეფხისტყაოსანი საფლავზე და ეს სოფელ ნუკრიანშია”,
-წერს მაია ბიძინაშვილი.

გავრცელებულ ფოტოზე ჩანს საფლავი, რომელიც თამარა ნადიკაშვილისაა. იქ არსებული წარწერებიდან ირკვევა, რომ გოგონა 1925 წელს დაიბადა და საკმაოდ ახალგაზრდა, 1951 წელს გარდაიცვალა.

საფლავზე ლექსი წერია, რომელიც დედ-მამამ გოგონას მიუძღვნა. ქვაზე დატოვილი წარწერა კი, რომლის ქვემოთაც ვეფხისტყაოსანია, ასე მთავრდება- ,,საჩუქარს გიძღვნით შვილო- დედ-მამა.”

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია