გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"იანვარს მაქსიმალურად გამოვიყენებთ..."

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 იანვარი 2019

იანვარს მაქსიმალურად გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ყველა ფორმატში, მათ შორის უმრავლესობის ფორმატშიც, მოხდეს მსჯელობა და ამოიწუროს ის საკითხები, რომელზეც აზრთა სხვადასხვაობაა, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.

„მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ამის განხილვა გადადებულიყო საგაზაფხულო სესიისთვის. შესაბამისად, დრო გვაქვს და არ იქნება ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც არ შედის ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი საზოგადოების ინტერესებში. რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიციების სრული თანხვედრაა იმაში, რომ სასამართლოში მოსამართლეები უნდა იყვნენ ის ადამიანები, ვინც მიუკერძოებელ გადაწყვეტილებებს მიიღებენ და ვინც რეალურად დამოუკიდებლები არიან.

რაც შეეხება გუნდში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას, მე, როგორც უმრავლესობის ლიდერი, ვფიქრობ, რომ ეს საკითხები დიალოგით, შიდა დისკუსიით უნდა მოგვარდეს. ამ დღეებში არაერთი კომუნიკაცია მქონდა გუნდის წევრებთან და მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც თვლის, რომ საჯარო კომენტარებით შესაძლებელია აზრის შეჯერება. ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სასამართლოსთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით გუნდში შეთანხმება იყოს მიღწეული. იანვარს მაქსიმალურად გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ყველა ფორმატში, მათ შორის უმრავლესობის ფორმატშიც, მოხდეს მსჯელობა და ამოიწუროს ის საკითხები, რომელზეც აზრთა სხვადასხვაობაა,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია