კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში, სასმელი წყლის სამარაგე რეზერვუარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 თებერვალი 2022

თელავის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის ფარგლებში, კავკასიონის ქუჩის მიმდებარედ სასმელი წყლის ახალი, 500 კუბ.მ-იანი სამარაგე რეზერვუარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც თელავის მერის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ მეტრეველმა აღნიშნა, რეზერვუართან ერთად, დაგეგმილია 2 000 მეტრის სიგრძის სასმელი წყლის ახალი ქსელის მშენებლობა, რომელიც დასრულდება მიმდინარე წლის ბოლოსთვის.

„ქალაქ თელავში, კავკასიონის ქუჩის მიმდებარედ მიმდინარეობს სასმელი წყლის ახალი რეზერვუარის მშენებლობა, რომელიც ხორციელდება თელავის სასმელი წყლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის ფარგლებში. რეზერვუარი განკუთვნილია თელავის ჩრდილოეთი ნაწილისათვის, რომელიც უზრუნველყოფს ამ ზონის სასმელი წყლით მომარაგებას.

რეზერვუართან ერთად, დაგეგმილია 2 000 მეტრის სიგრძის სასმელი წყლის ახალი ქსელის მშენებლობა, რომელიც დასრულდება მიმდინარე წლის ბოლოსთვის. რაც შეეხება სრულყოფილ პროექტს, რომლის ღირებულებაც 27 მილიონ ლარს წარმოადგენს, ამ პროექტის დასრულების შემდეგ თელავის მოსახლეობა მიიღებს 24 საათიან, ხარისხიან წყალმომარაგებას“,- განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.

სამუშაოები აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია