შიდა ქართლი
23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება
ახალი ამბები
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
23 თებერვალი 2022
23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება. ამ დღეს
პატივს მიაგებენ 1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი
არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ
ახალგაზრდა იუნკერებს. 1919 წელს შექმნილი სამხედრო სკოლის იუნკერები
ისტორიაში სწორედ 1921 წლის თებერვლის ბრძოლების შემდეგ შევიდნენ.
წელს ამ ბრძოლიდან 100 წელი გავიდა.
საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან
(1918 წლის 26 მაისი) სამ წელში, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის
ხელმძღვანელობამ ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის
გადაწყვეტილება მიიღო.