სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბორჯომის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების დასწრება გაუმჯობესდა

განათლება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 თებერვალი 2022
ბორჯომის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, აღსაზრდელების დასწრება გაუმჯობესდა. 868 აღსაზრდელიდან, 10 საბავშვო ბაღში 336 ბავშვი დადის.

გასული სამი კვირის განმავლობაში, ბორჯომის 11-ივე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი დროებით, არსებული ეპიდვითარების და ბავშვების შემცირებული რაოდენობის გამო შეჩერდა. იმ პერიოდში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ბაღებში 174 აღსაზრდელი დადიოდა.

მიმდინარე ორშაბათიდან, 21 თებერვლიდან, სწავლა დაიწყო ბორჯომის 10 საბავშვო ბაღში. დვირის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 28 თებერვლიდან განახლდება.

ბორჯომის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ნინო ბენდელიანი, მშობლებს, შვილების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მიყვანისკენ მოუწოდებს.

"ორ კვირაში ერთხელ, საბავშვო ბაღების თანამშრომლების ტესტირება ძალაშია. ამ მხრივ არანაირი ცვლილება არ მომხდარა. კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჩვენს დაწესებულებებში ყველა რეგულაცია ზედმიწევნით სრულდება, ამიტომ მინდა ვუთხრა მშობლებს, რომ ამ ეტაპზე საბავშვო ბაღებში შვილების მოყვანის საფრთხე არ არის. როცა იყო გავრცელების რისკი, მაშინ დავკეტეთ ბაღები" - განაცხადა ნინო ბენდელიანმა ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, ბორჯომის მუნიციპალიტეტში სულ 11 საბავშვო ბაღია. ირიცხება 868 აღსაზრდელი.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია