შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კოდავარდისუბანში მოსახლეობას სასმელი წყალი 1 კვირაა არ მიეწოდება

მულტიმედია
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 თებერვალი 2022
კოდავარდისუბანში სასმელი წყალი 1 კვირაა არ მიეწოდება. ამის შესახებ სოფლის წარმომადგენელმა დახმარება ქარელის მერს ზაზა გულიაშვილს სთხოვა. მისი თქმით, წყალმომარაგების სპეციალისტებმა დაათვალიერეს სისტემა და აღნიშნეს, რომ დაზიანებული სისტემა აღდგენას არ ექვემდებარება: ,,სოფელ კოდავარდისუბნის სასმელი წყლის ჭაბურღილი გამოსულია მწყობრიდან, რაც რიაბილიტაციას აღარ ექვემდებარება და საჭიროა ახალი მილების მოწყობა, აღნიშნული სამუშაოების არ ჩატარების შემთხვევაში სოფელ კოდავარდისუბნის მოსახლეობა რჩება სასმელი წყლის გარეშე. - აღნიშნავს სოფლის წარმომადგენელი. ქარელის მერიის სარეზერვო ფონდიდან 6700 ლარი გამოიყო. როგორც მერიაში აცხადებენ, ჭაბურღილი 17 თებერვალს დაზიანდა, დაზიანებული მილები 25 თებერვლამდე გამოიცვლება.  
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია