მიხეილ სააკაშვილი თავისი უფლებების დასაცავად აპირებს ყველა სამართლებრივი გზის გამოყენებას, - ამის შესახებ ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ, რომელმაც მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებაში მოინახულა.
მშვენიერაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს სამართლებრივ მომსახურებას აღმოუჩენს იმ საკითხებში, რომელიც შესაძლოა ცალკე მიმართულებად გამოიყოს.
„ის აპირებს მისი უფლებების დასაცავად ყველა სამართლებრივი გზის გამოყენებას და ბრძოლას სამართლებრივი საშუალებებით. მას კარგად ესმის და აცნობიერებს, რომ ქვეყანაში არის სერიოზული პრობლემა მართლმსაჯულების პოლიტიზებასთან დაკავშირებით და აქაური ინსტრუმენტების გამოყენებას გააჩნია საფეხურებრივი მნიშვნელობა, რომ შემდგომ სხვა ინსტანციებში მოხდეს დავის გაგრძელება. მათ შორის დავათა ნაწილი არის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში წაღებული.
მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია მისთვის, როგორც დაზარალებულის უფლებების კუთხით მუშაობაც, რადგან ის არის მსხვერპლი არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის. ეს ის ნაწილებია, რომელთან მიმართებაშიც, მე კიდევ მექნება შეხვედრა მასთან უახლოეს დღეებში. ცხადია, ვეცდები, როგორც იურისტმა აღმოვუჩინო სამართლებრივი დახმარება იმ ნაწილებში, რომელიც ვფიქრობ, რომ შეიძლება ცალკე მიმართულებად იყოს გამოყოფილი. მას ამავდროულად ყავს ძალიან კარგი იურისტთა ჯგუფიი, ადვოკატები, ჩემი კოლეგები, რომელიც აქამდე ძალიან ხარისხიან სამართლებრივ მომსახურებას უწევდენ და მათი განსაკუთრებული მადლიერია“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
მისივე განმარტებით, მის პოლიტიკური დევნის საკითხსს სჭირდება გარკვეული სამართლებრივი შეფასება, ამ კუთხით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.
.