იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ციფრებით მანიპულირება და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა - მერია გიგა შუშანიას განცხადებას ეხმიანება

თვითმართველობა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 იანვარი 2022

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიგა შუშანიას განცხადებას "მადლიერების სახლში" უპოვართა კვების დაფინანსებასთან დაკავშირებით ქუთაისის მერია პასუხობს.
 მერიიც ცნობით,  მადლიერების სახლის" ბენეფიციართა კვების რაციონი სრულად შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს, მათ შორის არის ხორციანი კერძები.
 
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიგა შუშანიას მორიგი სიცრუე- პოლიტიკური, უსაფუძვლო ბრალდებები, "მადლიერების სახლის" ბენეფიციართა კვების შესახებ, არ შეესაბამება სინამდვილეს, არის ციფრებით მანიპულირება და მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის კვების ულუფები განისაზღვრება კალორაჟისა მიხედვით, რომელიც დადგენილია შესაბამისი დარგის სპეციალისტების მიერ და არა თითოეულ ბენეფიციარზე გაცემული ულუფის თვითღირებულებით. ქუთაისის " მადლიერების სახლის" ბენეფიციართა კვების რაციონი სრულად შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს.
 
2022 წელს სოციალურად დაუცველთა კვებისთვის ქუთაისის მუნიციპალიტეტში განსაზღვრულია 654’000 ლარი და სრულად აკმაყოფილებს ბენეფიციართა მომართვიანობას. ამასთან, ქალაქის ბიუჯეტში ამ მიზნით განსაზღვრული თანხა ყოველწლიურად იზრდება და მიმდინარე წელს მადლიერების სახლის დაფინანსებამ 954 000 ლარი შეადგინა.
 
აღნიშნული თანხით შესაძლებელია სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის წინასწარ დადგენილი კვების რაციონის შეუფერხებლად მიწოდება. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში ხელფასების მატება ( მათ შორის თავად გიგა შუშანიას ხელფასის) და კონკრეტული თანამდებობის პირების თანამდებობრივ სარგოზე აქცენტების გადატანა წარმოადგენს პოლიტიკურ მასკარადს და არანაირ კავშირში არ არის სოციალურად დაუცველთა კვების საკითხთან თუ სხვა სერვისებთან. შესაბამისად, აღნიშნული განცხადება ემსახურება მხოლოდ პოლიტიკურ სპეკულაციას", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
 
 
 
 
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია