იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ყაზახეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა, მიხეილ ლომთაძემ 1.7 მილიარდი დოლარი იზარალა

ეკონომიკა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 იანვარი 2022

ყაზახეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა, მიხეილ ლომთაძემ, ყაზახეთში მიმდინარე პროცესების ფონზე 1.7 მილიარდი დოლარი დაკარგა, - ამის შესახებ ინფორმაციას Forbes ავრცელებს.

ამ დროისათვის ქართველი ბიზნესმენის ქონება 3.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და Forbes-ის რეიტინგში 956-ე ადგილს იკავებს.

ლომთაძე ფინტექ-კომპანია Kaspi-ს ერთ-ერთი მფლობელია. აღნიშნული კომპანია უდიდესი საფინანსო სერვისების მიმწოდებელია ყაზახეთში, რომელსაც 18.5-მილიონიანი მოსახლეობიდან 7 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

ყაზახეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, ლონდონის ბირჟაზე უმსხვილესი ყაზახური კომპანიების აქციები, მათ შორის Kaspi.kz-ის, მკვეთრად დაეცა. კომპანიამ ერთ სავაჭრო დღეში, 2022 წლის 5 იანვარს 30%-ზე მეტით იზარალა.

ამ დროისთვის მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის 500 უმდიდრესი ადამიანის რეიტინგში  რამდენიმე დღეა აღარ იძებნება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია