შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მეცნიერების ახალი კვლევა და უძილობისგან გამოწვეული დაავადებები

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 იანვარი 2019

ხანმოკლე და ფხიზელი ძილი ათეროსკლეროზის განვითარების რისკს ზრდის - აცხადებენ ესპანეთის გულ-სისხლძაღვთა დაავადებების ეროვნული ცენტრის ექიმები. ამ კვლვის ჩატარებისას ნედიკოსებმა 3974 ადამიანი გამოიკვლიეს, რომელთა 2/3-იუც მამაკაცი იყო. მკკვლევარები ამბობენ, რომ მათ ყველასგან განსხვავებული მეთოდოლოგია გამოიყენეს.

"კვლევის ყველა ობიექტი აცხადებდა, რომ ჯანმრთელია. პაციენტები თავად არ გვიყვებოდნენ, თუ როგორ ძინავთ, გაზომვები ელექტრონული აპარატურის მეშვეობით ხორციელდებოდა, რომლებიც აფიქსირებდნენ, ხდება თუ არა ადამიანის მოძრაობა ძილის დროს, ღრმა იყო თუ არა ის. ჩვენ შევისწავლეთ პრობლემა მის ჩანასახში და არა განვითარებად სტადიაში. გამოკვლევებმა გვიჩვენა რომ მთავარი არა მარტო ძილის ხანგრძლივობა, არამედ მისი ხარისხიც," - აცხადებენ მეცნიერები.

კვლევამ აჩვენა, რომ მათ ვისაც 6 საათზე ნაკლები სძინავს ათეროსკლეროზით დაავადების რისკი 27%-ით მაღალი აქვს, ვიდრე მათ ვისაც 7 ან 8 საათი სძინავთ. ამასთან, ეს რისკი უფრო მაღალია მათთის ვისი ძილიც ნაკლებად ღრმა და მშვიდია - 34%.

სამწუხაროდ, იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც 8 საათზე მეტი ეძინათ ძალიან მცირე იყო, რომ მკაცრად დასაბუთებული დასკვინის გაკეთება ყოფილიყო შესაძლებელი, მაგრამ ექიმებმა მაინც დაასკვნეს, რომ ზედმეტი ძილიც ამავე დაავადების რისკის შემცველია, განსაკუთრებით ქალებში.

ადრე ჩატარებულმა გამოკვლევებმა უკვე აჩვენა, რომ უძილობა იწვევს კარდიოლოგიური დაავადებებს, ზემოქმედებს ადამიანის ორგანიზმში გლუკოზის დონეზე, გავლენას ახდენს არტერიულ წნევაზე, იწვევს ანთებებსა და გადაჭარბებულ სიმსუქნეს.

ამასთან, მეცნიერები თვლიან, რომ ადამიანს თავად შეუძლია მოახდინოს გავლენა ძილის ხარისხზე, რადგან არსებობს ბევრი პერსონალური ფაქტორი, რომლის შეცვლაც ამ პრობლემას მოხსნის, კერძოდ კვების რეჟიმი და აშ.

"ამასთან, ჩვენ არ ვურჩევთ ადამიანებს, რომ ძილის დარეგულირება მედიკამენტური მეთოდებით სცადონ, მათ შეიძლება უფრო უარყოფითი გავლენა იქონიოს ადამიანზე, ვიდრე უძილობამ," - აცხადებენ ესპანელი ექიმები.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია