კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დააკავეს კაცი, რომელმაც კარდენახში თანასოფლელს მანქანა დააჯახა და მოკლა

სამართალი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 მარტი 2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
34 წლის თანასოფლელმა 32 წლის კაცს მანქანა გამიზნებით წუხელ დააჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.  თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია,რომ ჯერ  მრავლობითი ჭრილობები დანით მიაყენა და შემდეგ მანქანით გადაუარა.

მიღებული დაზიანებებით  ახალგაზრდა გურჯაანის საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მედიკოსებმა,მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია