კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ინტერვიუ ამერიკის ელჩთან

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 მარტი 2022

ამერიკა- საქართველოს დიპლომატურ ურთიერთობებს 30 წელი შეუსრულდა. საქართველოს დამოუკიდებლობის ამ გარდამტეხ პერიოდში, როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება არსებითად მნიშვნელოვანია, ამერიკასთან ღრმა და სანდო პარტნიორობა გადამწყვეტ როლს ასრულებს ქვეყნის თავისუფლების, დემოკრატიის გაძლიერებისა და, რაც მთავარია, ხალხებს შორის ურთიერთ მეგობრული კავშირების ჩამოყალიბებაში. ქართველი ხალხი მადლიერია ამ თანამშრომლობის სიმტკიცითა და ერთგულებით. 

 

სწორედ ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში  10-11 მარტს კახეთის რეგიონს ეწვია და ადგილობრივ სამოქალაქო და საჯარო დაწესებულებების  ლიდერებს შეხვდა.  კელი დეგნანი, თელავში სამოქალაქო ორგანიზაცია „მედია ცენტრ კახეთს“ MCK  და ადგილობრივ მედია გამოცემა  ,,კახეთის ხმას“ ესტუმრა.  მან  რადიო ,,კახეთის ხმას“, ვრცელი ინტერვიუ მისცა. ელჩი გაეცნო ადგილობრივი თემისათვის მნიშვნელოვან საკითხებს, ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ პროექტებს და რეგიონული განვითარების საკითხებს შეეხო. 

 

გთავაზობთ    ინტერვიუს ამერიკის ელჩთან საქართველოში, კელი დეგნანთან, რომელიც „კახეთის ხმის“  სოციალური მედიის რედაქტორმა გვანცა მოლაშვილმა ჩაწერა.  ნახეთ ვიდეო აქ:

 

 

ტექსტი წაიკითხეთ აქ:

 

– მოგესალმებით.  ,,კახეთის ხმის“ სახელით გიხდით მადლობას, რომ გამონახეთ დრო და მობრძანდით ჩვენს ორგანიზაციაში. ,,კახეთის ხმას“ საიუბილეო წელი აქვს, აღვნიშნავთ 20 წლის იუბილეს. გვინდა გამოვხატოთ პატივისცემა თქვენი და ამერიკელი ხალხის მიმართ და გადმოგცეთ სიმბოლური საჩუქარი, ჩვენი კეთილგანწყობის დასადასტურებლად. თქვენ ყოველთვის ხართ დამოუკიდებელი მედიის და კერძოდ, ადგილობრივი მედიის აქტიური მხარდამჭერი.

– ძალიან დიდი მადლობა, გილოცავთ.

– ჩვენი პირველი კითხვა შეეხება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. როგორია უკრაინაში მიმდინარე ომის მოვლენების მოკლე შეფასება და რა გავლენას ახდენს ახალი ევროპული წესრიგი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე?

– დიდი მადლობა, ჩემთვის დიდი პატივია  აქ ყოფნა. კახეთში გუშინ მქონდა ძალიან საინტერესო დღე, მომეცა შანსი კახეთის სხვადასხვა მხარეში სტუმრობის ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო დუისში, პანკისში შევხვდით უხუცესთა საბჭოს, პანკისის ქალთა საბჭოს და ასევე ახალგაზრდებს, რომლებიც მიისწრაფიან ახალი შესაძლებლობების გამოყენებისკენ.

თელავში გავაფართოვეთ  ამერიკის კუთხე, რომლითაც, ვიმედოვნებთ, ქართველი ხალხი ისარგებლებს და ისწავლიან უფრო მეტს ამერიკის შესახებ, შეასხამენ ხორცს იმ იდეებს, რაც მათ აქვთ.

მქონდა შეხვედრა საკრებულოს წევრებთან. თქვენ გაქვთ მრავალპარტიული საკრებულო, რომელიც სამაგალითოა სხვა ქართული საკრებულოებისთვის, და ასევე, პარლამენტისთვის, თუ როგორ უნდა მუშაობდნენ სხვადასხვა პარტიები ერთად. ძალიან რთულია კონცენტრირდე უკრაინის გარდა რაიმე სხვა თემაზე.  რა თქმა უნდა ეს ყველა ჩვენგანის ფიქრია. ჩემი ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატები აკეთებს ყველაფერს რაც შეგვიძლია, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს. მე დავინახე კახეთში, თელავში, რამდენად ზრუნავს ხალხი უკრაინაზე ჩურჩხელების შეგროვების ინიციატივა იყო შესანიშნავი. ჩურჩხელა გავს ამერიკულ სნიკერსს. მე ვფიქრობ, უკრაინელი ხალხი ნამდვილად იგრძნობს ამ მხარდაჭერას ქართველი ძმებისგან. ვფიქრობთ, კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს მათთვის, როგორც მთავრობის, ასევე მოქალაქეების მხრიდან.

– ამერიკული კუთხე არის ძალიან პოპულარული ადგილი ახალგაზრდებისთვის და ჩვენ ვართ მადლიერები რომ ფუქნციონირებს ის ჩვენს ქალაქში.

ამერიკასა და საქართველოს აკავშირებთ 30 წლის პარტნიორობა, გამოვკთოთ მთავარი გამოწვევები და მიღწევები.

– 30 წელი დიდი დროა. ეს პერიოდი საშუალებას გვაძლევს გავიხედოთ უკან და დავფიქრდეთ რისი გაკეთება შეძლო ამერიკამ და საქართველომ ერთობლივად – დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ეკონომიკის გამრავალფეროვნება,  საზღვრების გამყარება, დაცვა, ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება. ჩვენ ახლა ვხედავთ რაც ხდება უკრაინაში, ყველა ქვეყანას უნდა ქონდეს უნარი დაიცვას სუვერენიტეტი, შეარჩიოს პარტნიორები უსაფრთხოების დასაცავად და აირჩიოს ცხოვრების წესი. ქართველი ხალხი დაჟინებით ამბობს რომ სურს იყოს დიდი ევროპული ოჯახის წევრი. ეს 30 წელი ემსახურებოდა სწორედ იმას, რომ მოხდეს ქართველი ხალხის ოცნების ასრულება და სრული ინტეგრირება ევროპაში. საქართველოში მუშაობს სხვადასხვა ამერიკული ორგანიზაცია, მაგალითად USAID, რომლის პროექტების ფარგლებში უამრავი სკოლა გარემონტდა, აღიჭურვა დაავადებებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი,  უსაფრთხოების ძალების თანამშრომლობა, მოხდა სანაპირო ზოლის დაცვის გაძლიერება და კონტროლი_ რა ხდება საზღვრებთან. გაკეთდა აჩინებულის ქარხანა და ახლა ამერიკაში რესტორნებასა და მაღაზიებში გვაქვს ქართული წვენები და ბევრი სხვა პროდუქტი. კახეთში ვმუშაობთ ფერმერებთან, ვაკვირდებით ხილის წარმოებას და ჩვენი მიზანი ყოველთვის თქვენი ჩანაფიქრებისთვის ხორცის შესხმაა. ჩვენთვის დიდი პატივია ვიმუშაოთ ისეთ პარტნირთან, როგორიც ქართველები არიან.

– უფრო რომ დავაზუსტოთ: ჩვენ გავაანალიზეთ პარტნიორბის  შედეგები ქვეყანაში, როგორია კონკრეტულად კახეთში გაწეული მხარდაჭერის შედეგები?

-პირველ რიგში, მახსენდება დავითის ინიციატივა ახმეტიდან, რომელმაც მეგობრებთან ერთად იზრუნა წყლის სანიტარული ნორმების დაცვაზე ქისტაურის სკოლაში და ახლა 300-ზე მეტი მოსწავლე სარგებლობს სუფთა წყლით. ასეთი ინიციატივა, როგორიც დავითს ქონდა  მისაბაძია მსგავსი ინიციატიავა ქონდათ პანკისში. ასევე, შეძნილ იქნა წიგნები და კომპიუტერები მოსწავლეებისთვის,  3D პრინტერი_თელავის ამერიკული კუთხისთვის; გაიზარდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.  ვახორცელებთ ბევრ გაცვლით პროგრამას, რომელიც ხიდის როლს ასრულებს ჩვენ ქვეყნებს შორის. გუშინ შევხვდი ამ პროგრამის კურსდამთავრებულებს. ასევე, აქ ჩამოდიან ამერიკიდან მშვიდობის კორპუსის მოხალისეები, ფულბრაითის პროგრამის მონაწილეეები. ისინი აცნობენ ამერიკელებს თქვენს ტრადიციებს, ენას, რელიგიას, ასევე მოაქვთ ღვინო და ჩურჩხელა და ამერიკელებიც მოხარულები არიან მიიღონ ქართველი სტუდენტები თავისთან და გააცნონ მეტი ინფორმაცია ამერიკის შესახებ.

– უკანასკნელ წლებში ჩატარებული ყველა კვლევით ჩანს, რომ საქართველოს მკაფიოდ სურს თავისი ბედი ევროკავშირს და ტრანსატლანტიკურ ერთობას – NATO-ს დაუკავშიროს. ცოტა ხნის წინ საქართველომ უკვე გააკეთა განაცხადი ევროკავშრის წევრობაზე. რას უნდა ელოდოს ქართველი ხალხი თავისი ძლიერი პარტნიორის, ამერიკის მხრიდან ამ გზაზე?

– ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ამ ინიციატივას, გახდეს ევროპისა და ნატოს წევრი, უკვე ოცი წელია. ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას თუ ეს არის ქართველი ხალხის სურვილი. კვლევები აჩვენებს, რომ 80% ქართველებისას აქვს ევროკავშირსა და ნატოს წევრობის სურილი. თქვენი სამხედრო ძალები ასრულებენ ნატოს მისიებს. ამ ორივე ორგანიზაციას აქვს ძალიან მაღალი სტანდარტები_ ხარისხი, რაც მასში შემავალმა ყველა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს. ეს ხანგრძლივი და რთული პროცესია. ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას, რომ საქართველომ მიაღწიოს ამ სტანდარტებს. ეს შეეხება   სამხედრო, სამთავრობო, დემოკრატიის ინსიტუტებს. ჯანსაღი დემოკრატიული სტანდარტების მიღწევა არ არის მარტივი, მაგრამ ეს ამად ღირს.

– ეს ჩვენთვის დიდი იმედია რომ გვყვავს ამერიკის სახით მხარდამჭერი. და ბოლოს, რა უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა იმისთვის, რომ უზრუნველყოს მყარი დემოკრატიული გზის დემონსტრირება?

– ძალიან კარგი კითხვაა, დემოკრატია ნიშნავს ხალხის მმართველობას. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მთავრობა მხოლოდ არ არის არჩეული პიროვნება, მთავრობა ვართ ჩვენ. თითოეულ მოქალაქეს უნდა ქონდეს  პასუხისმგებლობა რომ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, ჩაერთოს პროცესებში, დააკისიროს არჩეულ კანდიდტებს პასუხისმგებლობა. ისინი წარმოგვადგენენ ჩვენ. ზოგჯერ მოქალაქეებს ყოველდღიური პრობლემების გამო ავიწყდებათ, რომ თვალი ადევნონ რომ მთავრობა ნამდვილად წარმოადგენს ჩვენს ინტერესს. საკრებულოში გუშინ ვნახე, მიუხედავად იმისა, რომ მრავალპარტიული საკრებულოა, როგორ ისინი ისმენენ ხალხის აზრს, ითვალისწინებენ ინტერესებს და ხალხიც უნდა ჩაერთოს ამ პროცესში და დაანახოს მთავრობას, რომ დაინტერესებული არიან ამ პროცესით. განსაკუთრებით რეგიონში, მოქალაქეებმა და მთავრობამ უნდა იმუშაონ ერთობლივად, რომ შექმნან ძლიერი ჯანსაღი დემოკრატიული გარემო.

– ჩვენ ორივე მხარეს გვაკისრია ჩვენი ვალდებულება და ეს უნდა შევასრულოთ.

– ზუსტად.

– დიდი მადლობა საინტერესო და ინფორმატიული ინტერვიუსთვის.

– გილოცავთ 20 წლისთავს. როგორც რეგიონულ მედიას  გაქვთ ძალიან მაღალი მუშაობის სტანდარტი, როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ სივრცეში. დიდი მადლობა.

– ვცდილობთ. მადლობა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია