სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სხვადასხვა ქალაქში ენმ-ის ოფისებზე შეურაცხმყოფელი წარწერები

პოლიტიკა
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 მარტი 2022
საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის გორში, კასპსა და ლაგოდეხში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებზე შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს. ოპოზიციური პარტია ამაში "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს. პარტიაში არ სჯერათ, რომ სამართალდამცავები ამ ფაქტებს გამოიძიებენ.

"მეხუთე კოლონა" - ასეთი წარწერა დახვდათ დღეს ლაგოდეხში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მისულ პარტიის თანამშრომლებს.მათ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს და გამოძიების დაწყება მოსთხოვეს. მათი განმარტებით, პოლიციას სავარაუდო დამნაშავის პოვნა არ უნდა გაუჭირდეს, რადგან ოფისთან ახლოს არაერთი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებზე "მეხუთე კოლონის" მიწერა შესაძლოა ხალხის გულწრფელი რეაქცია ყოფილიყო.

შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო საქმის წარმოება, რაც გულისხმობს სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურ შესრულებას გარე ფასადებზე და იწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. განმეორებით იგივე ქმედება 500 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.



დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია