შიდა ქართლი
პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა პარლამენტის სხდომაზე
მულტიმედია
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
14 მარტი 2022
დღეს ჩვენ თვალწინ შემზარავი კადრები იშლება. რუსეთის მიერ დაბომბილი
საავადმყოფოები, საბავშვო ონკოლოგიური საავადმყოფო, ბაგა-ბაღები და
სკოლები, თუნდაც ერთმორწმუნე ერის ეკლესიები. მოხუცების და ორსულების
ევაკუაცია. უკრაინელი მეომრების, თუ რიგითი მოქალაქეების შეუპოვარი
ბრძოლა საკუთარი მიწის, სამშობლოს დასაცავად და დამოუკიდებლობის
გადასარჩენად. რუსულ აგრესიასთან ასეთი თავგანწირული ბრძოლა ჩვენში
მხოლოდ პატივისცემას, სოლიდარობასა და გვერდში დგომას იწვევს.
საქართველო იდგა და დგას უკრაინის და უკრაინელების გვერდით!