შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

საზოგადოება
წყარო:   /  
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 იანვარი 2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

შესაბამის განკარგულებას მთავრობის მეთაურმა ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა.


განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, დიღომში ცხრა სართულიანი შენობის აფეთქებისას 3 პირი ადგილზე დაიღუპა და რამდენიმე კი დაშავდა.


მიმდინარეობს დაშავებული პირების სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანა. ამ დროისთვის ორი მოქალაქე შეიყვანეს ღუდუშაური კლინიკაში, რომელთაგან ერთის მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებულებს შორის ერთი მცირეწლოვანია მედიკოსების ინფორმაციით ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.


კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.


შემთხვევის ადგილზე იმყოფება თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი და დედაქალაქის მერი.


თბილისში დიდდიღომში ახალაშენებული ცხრა სართულიანი კორპუსის მეექვს სართულზე აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია