შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავის ნადიკვრის პარკში ამფითეატრის რეაბილიტაცია იგეგმება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 იანვარი 2019

ქალაქ თელავში, დასვენების პარკ ,,ნადიკვარში” ამფითეატრს რეაბილიტაცია იგეგმება. თელავის მერიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო და საზედამხედველო სამუშაოებისთვის 390 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის თქმით, ,,ნადიკვარზე” ასევე დაგეგმილია სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებაც.
,,ამფითეატრის რეაბილიტაციი გარდა, 2019 წლის ზაფხულის სეზონს თელავის კულტურისა და დასვენების პარკი „ნადიკვარი“ განახლებული სცენით შეხვდება. დაგეგმილია სტიქიის მიერ დაზიანებული სცენის სრული რეაბილიტაცია, გასახდელი ოთახების მოწყობა და ტერიტორიის სათვალთვალო კამერებით აღჭურვა. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა “ნადიკვრის” გადასახედი ფანჩატურების აღდგენის პროექტზე“ – აცხადებს შოთა ნარეკლიშვილი.
მისივე ინფორმაციით, 2019 წლის ბიუჯეტიდან დასვენების ღონიძიებების ხელშეწყობისთვის ასევე დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 4 სკვერის მოწყობა, რომლისთვისაც 100 000 ლარია გამოყოფილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია