საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს, მათ ბრალად ბინების ძარცვა ედება.
მედიის ცნობით, დაკავებულია 2 პირი, რომლებმაც ბოლო ერთ თვეში მინიმუმ 12 სახლი გაძარცვეს.
სამართალდამცველებმა ჩხრეკისას ამოიღეს სავარაუდოდ ნაძარცვი ნივთები, რომლებიც 8 ათასი ევროს ღირებულებისაა.
საქართველოს მოქალაქეები წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული. სასამართლო პროცესი 11 მარტს არის გაიმართება.