გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"გაზეთები გურულებს ლამის ველურებად წარმოაჩენდნენ"...გურიის რესპუბლიკის საქმე ოდესის სასამართლოში

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 იანვარი 2019
· 
ალბათ იცით, რომ გურიის რესპუბლიკის საქმის სასამართლო პროცესი სხვადასხვა მიზეზთა გამო, მთავარი გურულებისაგან მოსალოდნელი თავდასხმა იყო, ოდესაში გადაიტანეს და ბრალდებულნი ოდესაში სამხედრო გემით გადაიყვანეს. ოდესის ნავსადგურში გურულებს ოზურგეთის მაზრის ყოფილი უფროსი, (უკვე) გენერალი და ქალაქის თავი ტოლმაჩოვი დახვდა. გაზეთები გურულებს ლამის ველურებად წარმოაჩენდნენ და მათ შესახებ ნეგატიური აზრი შეიქმნა: ,,...გურულები ეს აფრიკელ ველურებზე უარესი რამ არიან, მათთან საქმის დაკავება კი არა მათი შეხედვაც კი საშიშიაო.” გურულების რეპუტაციის გამო სასამართლოს მდივანი 12 რევოლვერშემართული ,,გოროდოვოით” მიბრძანდა ციხეში. მხოლოდ ამის შემდეგ გაბედა ბრალდებულთა გამოძახება საკანიდან. მაგრამ ,,დახეთ მის განცვიფრებას, რომ ველურების მაგივრათ ოთახში შემოიჭრენ ჩვეულებრივი, ინტელეგენტური შეხედულების ადამიანები”. მოსამართლემ გოროდოვოები მაშინვე გაუშვა და თავისი განცვიფრება გურულებს გაუზიარა. გურიის რესპუბლიკის პრეზიდენტს რომ სახელი შორს ჰქონდა გავარდნილი, იმის მიხედვითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ გაზეთი ჩხიკვიშვილის მხოლოდ სახელს ასახელებს: ,,პირველ ადგილს, უახლოეს სუდიებთან (მოსამართლე - ი.მ.) იკავებს ბენია. მის გვერდით ჯდება თეთრი წვერით შემკული ნესტორ ერქომაიშვილი, შემდეგ სიმონ ღლონტი, მოსე ტუღუში, პარ. თოთიბაძე, ალ. იმედაიშვილი, ან. ლომჯარია, კირილე ლომაძე, სარ. ტოტოჩავა, რ. ხომერიკი და სხვა, სულ 12 კაცი”. 
როგორც მოსალოდნელი იყო, მრავალმა მოწმემ უარი განაცხადა ოდესაში გამგზავრებაზე. მთლიანობაში არსებობდა 93 მოწმე, მაგრამ დროთა განმავლობაში ზოგი გარდაიცვალა, სამი მოკლეს. ცნობილ პოლიციელს დიმიტრი მგელაძეს ,,უარი განუცხადებია ოდესაში მოსვლაზე, რადგან შინებია, მომკლავენო”.
ავტორი, ირაკლი მახარაძე. 
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია