კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია ბრიუსელში დამტკიცდება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 იანვარი 2019

გურჯაანის მერიაში მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაზე მუშაობენ. პროექტი გაზაფხულზე ბრიუსელში დამტკიცდება.

გურჯაანის მერიის საგარეო ურთიერთობათა, საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსის, ნინო ნინოშვილის ინფორმაციით, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას.

“გურჯაანის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის მიზანია კერძო სექტორის მხარდაჭერა, არსებული ეკონომიკური პრობლემების გამოვლენა, რათა სამომავლოდ შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი და გაუმჯობესდეს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა. პროექტი შედგება რამდენიმე ნაწილისგან. სხვადასხვა პუნქტია, რაზეც ყურადღება მახვილდება, იწერება არსებული ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი, დარგთაშორის პრიორიტეტების გამოვლენა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა. პროექტის ერთ-ერთი შემადგენლი ნაწილია სხვადასხვა პრიორიტეტულ დარგში არსებული პრობლემები როგორ უნდა გადაიჭრას, რა სიტუაციაა. იქნება ქსელური ურთიერთობების განხილვა. აუცილებელია ასოციაციის შექმნა, რომელიც ბიზნესსექტორის წარმომადგენლების ერთმანეთთან კომუნიკაციას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა ნინო ნინოშვილმა.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია