იმერეთი
გარდაბნის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა
თვითმართველობა
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
23 მარტი 2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
სოფლებში, ადგილობრივებთან მჭიდრო კომუნიკაციის საფუძველზე გამოვლინდა საჭიროებები, რომლებიც „სოფლის მხარდამჭერი პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე წელს განხორციელდება:
- სარწყავი სისტემის კეთილმოწყობა;
- სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები;
- გზისპირა მოსაცდელების მშენებლობა;
- ხიდბოგირების და გადასასვლელების მშენებლობა/რეაბილიტაცია;
- გარე განათების მოწყობა;
- საგანმანათლებლო დაწესებულებების, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
- სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა;
- სკვერები/სარეკრეაციო სივრცეების კეთილმოწყობა.