კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ევროპიდან იმპორტირებული თმის მოვლის საშუალებები 40-45%-ით გაძვირდა“ – Art studio

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 აპრილი 2022

ბოლო 1 თვეში ევროპული ქვეყნებიდან შემოტანილი სალონური პროდუქცია 40%-ზე მეტად გაძვირდა. ფასების ზრდა ინექციული მომსახურების პროდუქტებზე უფრო მასშტაბურია, სადაც ზრდა 80%-ია.

როგორც BMG-ის ესთეტიკურ ცენტრ Art studio-ს დირექტორმა გოგა ჯიქიამ უთხრა, საბოლოო ფასის დადგენის შემდეგ მომსახურების ღირებულება სავარაუდოდ 25%-ით გაიზრდება.

„თავის, თმის მოვლის საშუალებები 40-45%-ით გაძვირდა. აქ მოწოდება ჯერ-ჯერობით სტაბილურად ხდება. ინექციური საშუალებები 80-90%-ით არის გაძვირებული, კოლოსალური გაძვირებაა აქ. პლიუს დეფიციტში აღმოვჩნდით ყველაზე მუშა კლინიკურ პროდუქტებზე, 1 თვე უნდა ველოდოთ. ამან უკუსვლა გამოიწვია, 1 თვე თუ უნდა ველოდო, ეს ნიშნავს, რომ მე შემოსავალი არ მაქვს.

ფასს არ ვამატებთ, რადგან საბოლოო გაძვირება ჯერ არ არის. ველოდებით, რომ გაძვირდეს ბოლომდე და მერე იმის მიხედვით მოხდება ფასნამატის დათვლა, იმიტომ რომ სხვანაირად ბიზნესი ვერ გადარჩება. მარტო ნედლეული ხომ არ არის, გაგვიძვირდა კომუნალურები, დასუფთავება. ჩვენთან ომია ეკონომიკური, რომელსაც იმედია ოდესმე დასასრული ექნება. თუ არ ექნება, მაშინ ყველა ობიექტს დაეწერება „ქირავდება“ და არაფერი არ გაქირავდება.

ვერ გეტყვით საბოლოოდ ფასი რამდენით გაიზრდება, ამის ზუსტი კალკულაცია უნდა მოხდეს და შემდეგ ესთეტიკურ ცენტრებში მომსახურების ღირებულებამ, სავარაუდოდ, 20-25%-ით შეიძლება მოიმატოს“, – განაცხადა ესთეტიკურ ცენტრ Art studio-ს დირექტორმა გოგა ჯიქიამ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია