შიდა ქართლი
ხაშურის N3 საჯარო სკოლის პირველ კლასში უკრაინელი მოსწავლე ჩაირიცხა
ახალი ამბები
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
07 აპრილი 2022
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ხაშურის N3 საჯარო სკოლის პირველ
კლასში უკრაინელი მოსწავლე ჩაირიცხა.
დღეს პატარა დავითი ახალ თანაკლასელებს და მასწავლებელს პირველად
შეხვდა.
დავითი კლასში სკოლის დირექტორმა, თამარ გაგლოშვილმა, რესურსცენტრის
უფროსმა, ზვიად გოგუაძემ და მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა -
საკრებულოს თავმჯდომარემ და მუნიციპალიტეტის მერმა მიაცილეს.
რესურსცენტრის უფროსმა, დავითს, სიმბოლურად, სასკოლო ნივთები გადასცა
საჩუქრად.