შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებული ორი პირი თავს დამნაშავედ არ სცნობს

სამართალი
წყარო:   /  
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 იანვარი 2019

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს თბილისის მთავარ სამმართველოში ბრალს ამ წუთებში აცნობენ.

როგორც სამმართველოში შესვლამდე დაკავებულების ადვოკატმა, თამარ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფები თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ.

“თავს არ ცნობენ დამნაშავედ,ახლა უნდა მოხდეს ბრალის წაყენება, სიმართლე გითხრათ არ ვიცი თუ რა მუხლით უნდა მოხდეს ბრალის წარდგენა, მასალებიც არ გადმოუციათ. ექსპერტიზებია დანიშნული”, – განაცხადა თამარ ჯაფარიძემ.

28 წლის თორნიკე ტატიშვილისა და 62 წლის ვაზელ მამადიანის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

შეგახსენებთ, 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა.   ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე ”ყაზტრანსგაზ – თბილისის” ორი თანამშრომელი გუშინ დააკავეს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია