კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლაგოდეხელი შოთა ჯაფიაშვილი შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა სახეობებში, საქართველოს ჩემპიონი გახდა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 აპრილი 2022

გრეპლინგის და შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა სახეობებში, საქართველოს ჩემპიონი, ლაგოდეხელი შოთა ჯაფიაშვილი გახდა.

შოთა ჯაფიაშვილი,საქართველოს ჩემპიონატზე, როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე კლუბ, GFC-ის სახელით გამოდიოდა და ეს მისი პირველი წარმატებაა. ახალგაზრდას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი შეხვდა.

„ყველა წარმატებულ ლაგოდეხელ სპორტსმენს ექნება მაქსიმალური მხარდაჭერა. მჯერა, რომ შოთიკო კიდევ ბევრჯერ ასახელებს ჩვენს მუნიციპალიტეტს,მერიის წარმატებული სპორტსმენების წახალისების პროგრამის ფარგლებში, სპორტსმენი, მწვრთნელთან ერთად, ფულად ჯილდოს მიიღებს“,– აღნიშნა ჯონდო მდივნიშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია