14-16 აპრილს საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის ტემპერატურა -1, -3-მდე დაეცემა, ხოლო საქართველოს მთიან რეგიონებში -2, -7 გრადუსამდე, რამაც შესაძლებელია ხეხილოვანი კულტურების ყვავილების დაზიანება გამოიწვიოს.