შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

22 წლის ქართველ მეზღვაურს ორი კვირაა ოჯახთან კომუნიკაცია არ ჰქონია

საზოგადოება
წყარო:   /  
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 იანვარი 2019

ქართველი მეზღვაური, 22 წლის დავით რაზმაძე ლიბიაში ნაოსნობისას დაიკარგა. იგი ორი კვირაა გაუჩინარებულია და ოჯახთან კომუნიკაცია არ აქვს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა განუცხადა, მეზღვაურის გაუჩინარების შესახებ უწყებაში შეტყობინება 16 იანვარს შევიდა. მისი ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინიტროსთან ერთობლივად სიტუაციის დადგენა მიმდინარეობს.

"2019 წლის 16 იანვარს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ლიბიაში მყოფ მარშალის დროშის ქვეშ მცურავ გემზე ‘Mv Dogan Bey (თურქი გემთმფლობელი) მუშაობისას, ლიბიის ნავსადგურში misurata 07.01.2019 ვახტაზე ყოფნისას დაიკარგა ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა შესაძლო გზით ცდილობს სიტუაციის დადგენას. ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, როგორც დიპლომატიური არხებით, ისე გემის, დროშისა და გემთმფლობელის მიმართულებით. დღეს გემთმფლობელის წარმომადგენელი ჩავიდა ლიბიაში, რათა ადგილზე მოახდინოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება",- განაცხადა თამარ იოსელიანმა.

წყარო : ipn.ge

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია