შიდა ქართლი
ხაშურელი ნიკა თიკანაშვილი „ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების“ საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
ახალი ამბები
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
16 აპრილი 2022
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი,
ინჟინერიის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ნიკა
თიკანაშვილი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის
„ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების“ საგრანტო კონკურსის
გამარჯვებულია.
„რუსთაველის ფონდის მიერ ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების დაფინანსება
კარიერული წინსვლის შესანიშნავი შესაძლებლობა და დიდი მხარდაჭერაა.
ფონდის დახმარებით 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება ჩემი
პოსტ-სადოქტორო კვლევითი ადგილობრივი და საერთაშორისო აქტივობები,
რომლებიც სადოქტორო კვლევის პერიოდში დაიწყო და დაკავშირებულია
საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფის
საკითხებთან“, – აცხადებს ახალგაზრდა მეცნიერი.