იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გარდაბანში 104 წლის ქალბატონს 8 მარტი მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს

თვითმართველობა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 მარტი 2022

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა და საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურმა, მოადგილეებთან ერთად ააიპ "სუფთა ქალაქში" დასაქმებულ ქალბატონებსა და სოფელ ქესალოში მცხოვრებ უხუცეს ქალბატონს 8 მარტი მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
"ქალების როლი ქვეყნის განვითარებაში უმნიშვნელოვანესია. ქალთა საერთაშორისო დღე, მივოლოცეთ ქალბატონებს, რომლებიც 20 წელზე მეტია ჩვენი ქალაქის დასუფთავებაზე ზრუნავენ. 8 მარტი, ასევე მივულოცეთ სოფელ ქესალოში მცხოვრებ 104 წლის უხუცეს ქალბატონს. ჯანმრთელობას და მშვიდობას ვუსურვებ, ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თითოეულ ქალბატონს", - განაცხადა დავით კარგარეთელმა. 
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია