შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დაავადებათა კონტროლის ცენტრი: საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 იანვარი 2019
ამირან გამყრელიძის თქმით, პირველი იანვრიდან დღემდე ქვეყანაში ინფექციის 312 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაზრდილია."პირველი ორი კვირის განმავლობაში სერიოზულად იმატებს წითელას რაოდენობა. პირველი იანვრიდან სულ 312 შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან 2000-2200 შემთხვევა იყო. სამწუხაროდ, სამი გარდაცვალებით დასრულდა. წითელა არ არის სახუმარო დაავადება. ის სერიოზულ გართულებებს იწვევს და შეიძლება მოჰყვეს ფატალური შედეგი",–აცხადებს ამირან გამყრელიძე.მისი თქმით, სერიოზულად იზრდება წითელას შემთხვევების რაოდენობა და იმუნიზაციის გარეშე მისი შეჩერება ვერ მოხერხდება."ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის ვაქცინაა. ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებულია, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მიმართოს პოლიკლინიკას და აიცრას სრულიად უფასოდ. მოვუწოდებ მშობლებს, გაიხსენონ აქვთ თუ არა მათ შვილებს წითელას საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული. თუ არ აქვთ, აცრან ბავშვები. ასევე, 20-40 წლის მოქალაქეებს თუ არ გადაუტანიათ წითელა ან თუ არ აქვთ აცრა გაკეთებული, მიმართონ პოლიკლინიკებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება კახეთსა და იმერეთს, სადაც განსაკუთრებით მაღალია ინფიცირების მაჩვენებელი. რაც შეეხება, სამცხე–ჯავახეთში აქ წითელას მაღალი მაჩვენებელ არ ფიქსირდება.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია