კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სურსათის ეროვნული სააგენტო კვერცხისა და საკონდიტრო ნაწარმის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 აპრილი 2022

აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კვერცხის ადგილობრივი წარმოებების, იმპორტიორების, საბითუმო, მსხვილი და მცირე სავაჭრო ობიექტების, აგრეთვე საკონდიტრო ნაწარმის საცხობების კონტროლი მთელი საქართველოს მასშტაბით გაააქტიურა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოწმდება შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ვარგისიანობის ვადები, წარმოების პროცესი და ეტიკეტირების შესაბამისობა კანონმდებლობასთან.

“სახელმწიფო კონტროლი უკვე განხორციელდა სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორთან. ჩატარებული დოკუმენტური შემოწმებისა და ინსპექტირების შედეგად, დარღვევები არ გამოვლინდა. სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია