სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

განათლების მინისტრი: წითელას და გრიპის ვირუსს სკოლებში ყოველდღიურად დავაკვირდებით

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 იანვარი 2019
„სამინისტრო ყველა შესაბამის უწყებასთან აქტიურად თანამშრომლობს. ჩვენ საათობრივ რეჟიმში ვიქნებით ჩართულნი სკოლებთან და შესაბამის ორგანოებთან და ნებისმიერ საფრთხის შემთხვევაში წამიერად მზად ვართ, მივიღოთ გადაწყვეტილება. გვესმის, რომ სწავლა მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობა. ამიტომ, წითელას შეეხება თუ გრიპის ვირუსს, ყოველდღიურად დავაკვირდებით, ვივლით სკოლებში, ვნახავთ პროცესი როგორ მიმდინარეობს და თუ რამე ნაბიჯის გადადგმა გახდა საჭირო, უსწრაფესად მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას",- ამბობს განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი. განათლების სამინისტრო მოუწოდებს სკოლებს, რომ საკლასო ოთახები და დერეფნები სველი წესით დაალაგონ, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდონ მერხები, სკამები და სასკოლო ინვენტარი. სკოლებში სასწავლო პროცესი 21 იანვარამდე გრიპის ვირუსის გამო იყო გადადებული. [sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია