შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სააღდგომოდ ახალგორის გზა გაიხსნა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 აპრილი 2022
სააღდგომოდ ახალგორის გზა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ავრცელებს. ,,გზა იხსნება მათთვის, ვისაც აქვს ჩაწერა - სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტი ან საშვი - "პროპუსკი". ნუ გაბრაზდებით, ვინც ამჯერად ვერ შეძლებთ, საბუთის არ ქონის გამო, ესტუმროთ ოჯახს ან საფლავებს. ჩემი შვილიც ვერ ჩამოვა - არ აქვს არანაირი დოკუმენტი. იხსნება ორივე მიმართულებით - აქედან წახვალთ და დაბრუნდებით, ჩამოხვალთ და უკან დაბრუნდებით 5 დღის ვადაში. მანქანებით გადაადგილება არ იქნება შესაძლებელი - აქ მანქანით ვერ შემოხვალთ. საგუშაგომდე მოხვალთ და ან ტაქსის გამოიძახებთ, ან ახლობელი დაგხვდებათ. ვინც მიდიხართ ან მოდიხართ, ერთმანეთს გაუმართეთ ხელი... განსაკუთრებით მათ, ვინც თავად ვერ ახერხებს ამას - წერს თამარ მეარაყიშვილი.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია