შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორის მერია სადეპოზიტო თანხებს რუსულ ბანკში აპროცენტებს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 იანვარი 2019
გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის გადაწყვეტილებით, მერიას რუსული ,,ვითიბი" ბანკი მოემსახურება . ამის შესახებ ინფორმაცია qartli.ge-ს  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, დალი ტლაშაძემ დაუდასტურა. მისი განცხადებით, 2019 წელს ,,ვითიბი ბანკმა" უფრო მისაღები მომსახურება შესთავაზა, მაგალითად, სადეპოზიტო ანგარიშზე არსებული თანხიდან  მერიას შედარებით მაღალი პროცენტი დარჩება. ,,ვითიბი ბანკის შეთავაზების თანახმად, დეპოზიტზე არსებული თანხიდან, მერია 11,1% მოგებას მიიღებს. ,,ლიბერთი" კი, 10,8%-ს გვთავაზობდა. გასულ 2018 წელს ,,ლიბერთი" გვემსახურებოდა. მაშინ 11,1%-იანი მომსახურება გვქონდა ,,ლიბერთისგან", წელს დაგვიკლო. ამიტომაც, ავირჩიეთ ,,ვითიბი" - აცხადებს დალი ტლაშაძე. დალი ტლაშაძე განმარტავს, რომ ყოველდღიურად, მერიის სადეპოზიტო ანგარიშზე რჩება ნაშთი. ეს განსაკუთრებით, ადგილობრივი შემოსავლების წყალობით, რომლებიც იმ მომენტისთვის არ იხარჯება. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მერიის სადეპოზიტო ანგარიშზე, წლის განმავლობაში, 1 მლნ ლარიც დაგროვებულა. ამ შემთხვევაში, წელიწადში მოგება  111 000 ლარია. რაც შეეხება სახელფასო ფონდს, ამ სარგებლის გამო, მერიამ აიღო ვალდებულება, რომ მის თანამშრომლებს ბარათებს ,,ვითიბი ბანკში" გაუხსნის. ,,დღევანდელი მდგომარეობით, თანამშრომლების 80%-მა ბარათები უკვა გახსნა ვითიბი ბანკში. წელს უკვე საბანკო მომსახურებას აღნიშნული ბანკი გაგვიწევს. რა თქმა უნდა, ნებისმიერ თანამშრომელს უფლება აქვს დარჩეს ლიბერთი ბანკში, ეს მისი პირადი უფლებაა, თუმცა თანხებს ვითიბი ბანკის მეშვეობით, მიიღებს." - აღნიშნავს დალი ტლაშაძე. ,,ვითიბი ბანკი ჯორჯიას" ხელმძღვანელია ვლადიმირ ვერხოშინსკი, რუსეთის ფედერაციიდან, ხოლო მოადგილე  ილნარ შაიმარდანოვ, ასევე, რუსეთის ფედერაციიდან. იხ. ამავე თემაზე: ,,2 მილიონს კაპიკი არ მოკლებია" - რისი თანხა გააპროცენტეს გამგეობაში
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია