კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მუსიკოსი გიორგი გეთიაშვილი კონცერტს რიგაში გამართავს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 აპრილი 2022

გურჯაანში მცხოვრები მუსიკოსი, გიორგი გეთიაშვილი, რომელმაც უკრაინელ ხალხს სიმღერა მიუძღვნა, კონცერტს რიგაში გამართავს.

მუსიკოსიმა ახალი სიმღერა საზოგადოებას პირველად knews.ge-ს ეთერის დახმარებით გააცნო. მისი თქმით, რიგაში კონცერტის გამართვა მხარდამჭერების დახმარებით მოახერხა.

,,22-ში სოლო კონცერტი მაქვს რიგაში კეთილი ხალხის დახმარებით, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მათ. კონცერტი დიდი და მასშტაბური არაა, მაგრამ საპასუხისმგებლოა და ღირებული, იმიტომ, რომ მიწევს ჩემი ქვეყნის სახელის გატანა საზღრებს გარეთ. ჩემი კეთილი დედა რომ ყოფილიყო ცოცხალი, როგორი ბედნიერი იქნებოდა ახლა. რამდენჯერ უოცნებია ჩემი წარმატება”,– აცხადებს გიორგი გეთიაშვილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია