გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ლარითაც რომ შევეწიოთ ყველა, მილიონები დაგროვდება..."

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 იანვარი 2019

ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში, აფრიკის დასახლებაში გარდაცვლილი მოზარდის საკითხს ეხმაურება და სახელმწიფოს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დასაქმების პირობების შექმნას ითხოვს.

"თუ რა თქმა უნდა, აღარ გვინდა ამდენი გლოვა, მთავრობას უნდა მოვთხოვოთ, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სადაც არიან ბავშვები, მშობლებს შეუქმნან დასაქმების პროგრამები. იმ მშობლების ბავშვებზე, რომლებიც უარს გამოაცხადებენ მუშაობაზე, როცა მუშაობის შესაძლებლობა იარსებებს და ბავშვის მათხოვრობით ან შრომით გადაწყვეტენ თავის რჩენას (იქნება მცირე ნაწილი ასეთიც), ან იმ მშობლების ბავშვებზე, ვისი მშობლებიც ჯანმრთელობის გამო ვერ მუშაობენ, სოც მუშაკების მეშვეობით იზრუნოს სახელმწიფომ განათლების, კვების და ყველა აუცილებლობის მხრივ. რასაც ვერ გასწვდება სახელმწიფო, შექმნან ფონდი უშუალოდ ამ სეგმენტისთვის პირობების შესაქმნელად და დაგვიხმარონ მოსახლეობა. ლარითაც რომ შევეწიოთ ყველა, მილიონები დაგროვდება. მოვთხოვოთ, პროგრამა წარმოადგინონ მალე, – სამი თვე ინტენსიური მუშაობა სრულიად საკმარისია ერთი საკითხის გადაწყვეტის გეგმის შექმნისთვის.”-წერს ნათია ფანჯიკიძე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია