კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

40 დღე უშენოდ ...

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 აპრილი 2022
მონატრების, ტკივილის, არეული მოგონებებისა და რეალობასთან შეგუების 40 მძიმე დღე გავიდა.
ალბათ, შესაფერისი სიტყვების მოძებნა ძალიან გამიჭირდებოდა იმ გულის ტკივილის გადმოსაცემად, რაც შენს მარადიულობაში გადანაცვლებას მოჰყვა , მაგრამ მეგობრებმა იმდენად ამაღელვებელი გამოსათხოვარი დაგიწერეს, რომ მარტივად დავესესხე...

შენ „ყველგან და ყველაფრით გამორჩეული იყავი, ყველგან სითბოს და სიყვარულს ასხივებდი, შენი დიდი ოჯახის ძალა და სიამაყე იყავი, დიდი და ჩვილი გულის მატარებელი“, ბოლომდე ებრძოდი ცხოვრებას და ასეთად გაგიხსენებთ ყველა...

ამბობენ, ხის სიძლიერე ფესვებიდან იზომებაო, შენ იყავი დაფასებული ოჯახის შვილი, მოამაგე დედა, შეუდარებელი ბებია. ისეთი ფესვები დატოვე, მომავალში მართლაც წაუქცეველი, დიდბარჯიანი ხის ჩრდილით, რომ დაიცავს და ასაზრდოებს შენს ლამაზ ოჯახს.

ბოლომდე იბრძოდი შენი დიდი ოჯახისთვის, შენ არ დანებდებოდი, რომ არა ნება ყველაზე სასურველთან ჩახუტებისა... ნათელი და სანთელი არ მოგაკლდება, ჩემო ქეთევან..

ქეთევანისთვის
შენ დაიბადე სილამაზისთვის,
შენ სილამაზით განვლე ცხოვრება;
შენებრ, სათნოდ და სიდარბაისლით,
მთვარე სამყაროს ესხივოსნება!
შენ, მხოლოდ ერთმა, შესძლე სიცოცხლის
ყოველი წუთის ძლევა ოცნებად,
შენ მოიარე ზღვა და ხმელეთი,
ყველაზე ზრუნვით ღლიდი გონებას!
შენი სინაზით, მშვენიერებით,
ქალური კდემით, გიცნო ქვეყანამ;
შენ ხარ ის ქალი, მხოლოდ ერთ ვაჟთან
ქართული ცეკვით მზეს რომ ედარა!
შენ სიყვარული შესძელი მარტო,
წვრილმანებისთვის არცროს გეცალა,
შენ უკვდავების დედოფლის გვირგვინს
თვით უფლის ხელი გადგამს ნეტარად!

მანანა

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია