თელავის ტექნოპარკში კახეთის რეგიონულმა ჰაბმა ახალგაზრდებისთვის ტრენინგი ჩაატარა.
შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი საკიხები როგორიცაა სამოქალაქო ჩართულობა და პიროვნული განვითარება. სემინარზე 14-25 წლამდე ახალგაზრდები იყვნენ წარმოდგენილნი.
ტრენერებმა ისაუბრეს თუ რა ნიშნავს იყო პასუხისმგებლიანი მოქალაქე, რომელიც დემოკრატიულ პროცესებს უწყობს ხელს. ასევე, რას ნიშნავს თავისუფალი და კრეატიული აზროვნება, როგორ ხდება ინდივიდის საზოგადოებრივი ფასეულობის ზრდა, ფსიქოლოგიური ანალიზი და სხვა საკითხები.
“შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რა არის სამოქალაქო ჩართულობა, რას წარმოდგენს საზოგადოებრივი ცნობიერება, ეკო ცნობიერება, ვინ არის პერსონა და როგორ შეიძლება ის გახდეს ქალაქში ცვლილებების მომტანი”,– განაცხადა ტრენერმა სამოქალაქო საკითხებში გიორგი ბეჟანიშვილმა.
“თუ რას ნიშნავს პიროვნული ზრდა და განვითარება, ახალგაზრდებისთვის ამის ცოდნა, ამ საკითხში გათვითცნობიერება ძალიან მნიშვნელოვანია.სწორედ ამ თემებზე ვისაუბრეთ და შევასრულეთ სახალისო სავარჯიშო, რომელიც მათი უნარების განვითარებისთვის იყო შექმნილი”,– ამბობს ტრენერი პიროვნული განვითარების საკითხებში სოსო მიქელაძე.
შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა:მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.