კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დახურულ სივრცეში პირბადის ტარება შესაძლოა, მხოლოდ გარკვეული ჯგუფისთვის დარჩეს სავალდებულო

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 მაისი 2022

დახურულ სივრცეში პირბადის ტარება შესაძლოა, მხოლოდ გარკვეული ჯგუფისთვის დარჩეს სავალდებულო, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა სამინისტროში და საკოორდინაციო საბჭოზე, ვფიქრობ, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება,– აღნიშნულ საკითხზე განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გააკეთა.

მისი თქმით, რაც უფრო სწრაფად აიცრება მოსახლეობის 70%, მით უფრო სწრაფად დასრულდება პანდემიაც.

„უნდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ ავიცრათ. რაც უფრო სწრაფად აიცრება მოსახლეობის 70%, მით უფრო სწრაფად დასრულდება პანდემიაც. აცრა ერთ-ერთი მთავარი დამცველია. აუცილებელია ვაქცინის ორი დოზა, “ომიკრონის” დროს კი მნიშვნელობა აქვს “ბუსტერს”.

იცით, რომ ზოგმა ქვეყანამ დაიწყო მეოთხე დოზით აცრა, განსაკუთრებთ ხანდაზმული მოსახლეობის. ჩვენთანაც მიმდინარეობს მსჯელობა აღნიშნულზე .

რაც შეეხება მეორე მთავარ იარაღს, პირბადე უმრავლეს ქვეყანაში ღია სივრცეში მოხსნილია, ბევრ ქვეყანაში შემსუბუქებულია მისი ტარება დახურულ სივრცეში, მხოლოდ გარკვეული ჯგუფია, რომელიც ატარებს პირბადეს. ამაზეც მიმდინარეობს მსჯელობა სამინისტროში და საკოორდინაციო საბჭოზე. ვფიქრობ, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება“,– აღნიშნავს გამყრელიძე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია