სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბორჯომის ჩამომსხმელ ქარხნებში წარმოება შეჩერდა - კომპანია IDS ბორჯომი საქართველო განცხადებას ავრცელებს

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 აპრილი 2022
დღეიდან, 29 აპრილიდან, ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი შეჩერდა. აღნიშნულის შესახებ, კომპანია IDS ბორჯომი საქართველო განცხადებას ავრცელებს.

"გაცნობებთ, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა.

კომპანია დღემდე სიტუაციის არსებითი გამოსწორების იმედით აგრძელებდა ფუნქციონირებას, რაც სამწუხაროდ ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანია იძულებულია, ა/წ 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი.

იმედს ვიტოვებთ, რომ ვითარება უახლოეს მომავალში გამოსწორდება და მოგვეცემა ფუნქციონირების განახლების შესაძლებლობა"
- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ბორჯომის ქარხნების მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირმა განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც საუბარი იყო გამოსავლის რამდენიმე ვარიანტზე. მათ დახმარების თხოვნით საქართველოს მთავრობასაც მიმართეს.


ცნობისთვის, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების საკითხების შესწავლის შედეგების მიხედვით, საქართველოში 7 000-ზე მეტი კომპანიაა რეგისტრირებული და მათ შორის არის კომპანია IDS ბორჯომი საქართველო.



შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის“ საქართველოს ფილიალი („აიდიეს ბორჯომი“)

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია