კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნიკა მელიასა და გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესი 31 იანვარს ჩაინიშნა

სამართალი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 იანვარი 2019
დღეს, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, ველისციხის ეპიზოდთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ნიკა მელიასა და გიორგი ვაშაძის პროცესი გაიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მტკიცებულების სახით ვეიდეომასალა წარმოადგინა, დაიკითხნენ სამართალდამცველებიც.
სხდომის დასრულებისას მოსამართლე დევი დევიძემ განაცხადა, რომ მას მხარეების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებების შეფასებისა და გაანალიზებისთვის გარკვეული დრო სჭირდება, ამიტომ მორიგი პროცესი 31 იანვარს ჩაინიშნა.

ნიკა მელიამ შსს-ს მიერ წარმოდგენილ ვიდეომტკიცებულებას კომიკური უწოდა.

-„ვიდეომტკიცებულება, რასაც ეყრდნობა გახარიას უწყება და უტარებდა სამართლებრივ ანალიზს, კომიკურია. სასამართლო გადაიდო, მოსამართლემ უბრალოდ ვერ გამამტყუნა. გახარიაც რომ მჯდარიყო მოსამართლის მანტიაში,ამ მტკიცებულებაზე დაყრდნობით ვერ იტყოდა, რომ რამე დავაშავე. ამას პოლიტიკური დევნაც აღარ ჰქვია იმდენად სასაცილოა.“- აღნიშნა მელიამ.

როგროც შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელმა ალეკო ნაჭყებიამ განაცხადა, სასამართლოზე წარმოდგენილი მტკიცებულება სავსებით საკმარისია ნიკა მელიასა და გიორგი ვაშაძის ბრალეულობის დასამტკიცებლად.

-„სასამართლოში წარმოდგენილია როგორც მატერიალური მტკიცებულება ვიდეომასალის სახით, ასევე მოწმეების ჩვენება, რომელსაც მტკიცებულებითი ძალა აქვს. მტკიცებულებები საკმარისია იმის დასადასტურებლად, რომ ნიკანორ მელიამ და გიორგი ვაშაძემ დაარღვიეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი. ეს გულისხმობს როგორც პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას, ასევე მისი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმროჩილებლობას. წარმოდგენილ მტკიცებულებაში ჩანს მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, დაიკითხნენ მომწეებიც, ის ნაწილი, რაც ვიდეომასალით ვერ შეივსო, მტკიცებითი თვალსაზრისით, დადასტურსდა მოწმეების ჩვენებით.“

ადმინისტრაციულ სამართალდარღვეათა კოდექსის 173-ე მუხლი 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ჯარიმას, ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი აქვს და იმუნიტეტით სარგებლობს, თუკი სასამართლო მის ბრალეულობას დაადგენს მოსამართლე პატიმრობას ვერ შეუფარდებს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია