სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი ძაღლების თავშესაფრის პროექტის ავტორს შეხვდება

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 იანვარი 2019
მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის პროექტის ავტორმა სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს ბესიკ ამირანაშვილს ღია წერილით მიმართა და რეგიონისთვის ნაჩუქარი პროექტის უკან გაწვევასთან დაკავშირებთ შესაბამისი ზომების მიღება სთხოვა. „ჩემი წერილის შემდეგ სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში სურვილი გამოთქვეს ჩემთან შეხვედრის. მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის პროექტის პარამეტრები თუ არ შეცვალეს ვერ შევთანხმდებით, ვნახოთ რას შემოგვთავაზებენ“, – ამბობს მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის პროექტის ერთ–ერთი ავტორი ლაშა გეგეჭკორი. რას ფიქრობენ გუბერნიაში პროექტის უკან გაწვევასთან დაკავშირებით უცნობია. უწყებაში აცხადებენ, რომ პროექტის ავტორს უნდა შეხვდნენ და ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარს მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ. თუმცა ჯერ შეხვედრის თარიღი შეთანხმებული არაა. „გვითხრეს ახალციხის მერი მივლინებაშია და 23 იანვრის შემდეგ იქნება შეხვედრაო, ველოდებით“, – გვითხრა გეგეჭკორმა. შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, სოფელ ფარეხაში მიუსაფარ ცხოველთა თავშესფარი უნდა აშენდეს. „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელმა ლაშა გეგეჭკორმა რეგიონს თავშესაფრის პროექტი უფასოდ გადასცა, თუმცა ტენდერის გამოცხადების შემდეგ მასში შეტანილმა ცვლილებებმა გეგეჭკორის უკმაყოფილება გამოიწვია, მისი თქმით, თავშესაფარში ვოლიერების გაზრდა თვითმმართველობამ შესაძლოა ცხოველების მუდმივად გამოკეტვისთვის გამოიყენოს, აღნიშნულ ბრალდებას კი თვითმმართველობაში კატეგორიულად უარყოფენ. აცხადებენ, რომ პროექტში ვოლიერების დამატება ცხოველთა სასტუმროს მოსაწყობად გადაწყვიტეს და მათ მუდმივად გამოკეტვას არ დაუშვებენ.[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია