შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქარელში რამდენი სოფელს 5-დან 10 ათას ლარამდე შეხვდა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 იანვარი 2019
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ქარელის მუნიციპალიტეტეტის 5 სოფელში: აბისი, აბისისთავი, ავლევი, ცერონისი და კნოლევში კრება ჩატარდა, სადაც მოსახლეობის მიერ უკვე შეირჩა პროექტები, რომლებიც 2019 წელს განხორციელდება. სოფელ აბისში გარე განათების, აბისისთავში მოსაცდელის, ავლევში სასაფლაოს გზის მოხრეშვა და სანიაღვრე არხი, ცერონისში  რკინა-ბეტონის სარწყავი არხი და სასაფლაოს გზის მოხრეშვა,  ხოლო სოფელ კნოლევში კი სასმელი წყლის სათავე-ნაგებობის რეაბილიტაცია მოხდება.  სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. თვითოეულ სოფელზე 5-დან 10 ათას ლარამდე თანხა, დასახლების ზომის მიხედვით განაწილდება.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია