სამეგრელო

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ზუგდიდის საბავშვო ბაღებში წითელას გავრცელების პრევენციის ღონისძიებები იწყება

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 იანვარი 2019
წითელას მასობრივი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში კონტროლი გამკაცრდა. სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის თანამშრომლები ადგენენ, თუ ვინ არის აცრილი და ვინ არა.

„მათ, ვისაც არ აქვს აცრა გაკეთებული, უშვებენ პოლიკლინიკებში“, - განუცხადეს „ლაივპრესს“ ზუგდიდის მერიაში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა. მთავრობის გადაწყვეტილებით, წითელას აცრა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასო გახდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით წითელას ვირუსის შემთხვევებმა დეკემბრიდან იმატა. უკვე ინავრის თვეში კი 95-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია