იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გარდაბანში 50 ოჯახს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით ნობათი გადაეცა

თვითმართველობა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 მარტი 2022

გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აზერბაიჯანელი თანამოქალაქეები, 20 მარტს ნოვრუზ ბაირამს ზეიმობენ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, წელს აზერბაიჯანული დღესასწაული საზეიმოდ არ აღინიშნა.

ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 50 სოციალურად დაუცველ აზერბაიჯანულ ოჯახს, სურსათი და ტკბილეული გადაეცა.

ნოვრუზ ბაირამი, გარდაბანში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა და საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურმა, საკრებულოს დეპუტატებთან ერთად პირადად მიულოცეს.

„ჩემს მეგობარ და თანამოძმე აზერბაიჯანელებს ვულოცავ, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს. მშვიდობას, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ვუსურვებ თითოეულ მათგანს“- დავით კარგარეთელი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია